Wednesday, May 13, 2015

პროექტი,,ჩემი ტაო-კლარჯეთი"

პროექტის  სახელწოდება: ,,ჩემი ტაო-კლარჯეთი
ოშკი
პროექტის მთავარი იდეა:1.მოსწავლეებმა ღრმად უნდა გაიაზრონ შესწავლილი ტექსტი-გიორგი მერჩულის,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება2. ნაწარმოებში ასახული ამბავი დაუკავშირონ  ისტორიას.3.გაიცნონ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები და მათი სადღეისო მდგომარეობა.
პროექტის აქტუალობა:ქართველი ახალგაზრდობა  ვალდებულია,იცნობდეს საკუთარი ქვეყნის წარსულს,მის კულტურულ მემკვიდრეობას,აცნობიერებდეს წინაპართა ღვაწლს ქვეყნის წინაშე, პატივს მიაგებდეს ჰაგიოგრაფიულ  ძეგლებს,რომლებიც მატიანის როლს ასრულებს.
პროექტის მიზანი:სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა, უფრო  ღრმად შესწავლილი ტექსტის ღრმა საფუძვლიანი გააზრება,წმ.გრიგოლის ღვაწლისა და როლის გაცნობიერებაქრისტიანობის განმტკიცების საქმეში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ცოდნის დაუფლება,მათი მდგომარეობის,გაცნობა, ამ მონასტრების ირგვლივ კვლევის ჩატარება.
მონაწილეთა ასაკი: მეათე კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა:სასწავლო წელი(8 თვე)
მოსალოდნელი შედეგებ:მოსწავლეები სრულყოფილად შეისწავლიან  ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისვრცელ  ვარიანტს ,მოიძიებენ  მასალებს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ, აწარმოებენ  კვლევას ამ მონასტრების სადღეისო მდგომარეობის ირგვლივ,ონლაინრეჟიმით აწარმოებენ გამოკითხვას თანატოლებს შორის:,,რა ვიცი ტაო-კლარჯეთის შესახებ? დამუშავებენ ლიტერატურულ თხზულებას ,,დაუსწრებელი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში,წაიკითხავენ მოხსენებას ,,გრიგოლ ხანძთელი-საეკლესიო სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი ,ააწყობენ სლაიდშოუს, მოამზადებენ პრეზენტაციას.,დაამზადებენ რუკებს,გზამკვლევებს,კედლის გაზეთს, ბუკლეტებს, სკოლაში მოიწვევენ მეცნიერებს,მწერლებს,სასულიერო პირებს,არქიტექტორებს,ექსპერტებს,ტურისტულ სააგენტოების წარმომადგენელთან,.აწარმოებენ მათთან კონსულტაციებს.მოაწყობენ ექსკურსიას ტაო-კლარჯეთში.ჩამოუყალიბდებათ ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,დამოუკიდებელი მუშაობის,საკუთარი ქვეყნის წარსულის პატივისცემის,კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილების,კვლევის,შემოქმედებითი უნარები და წიგნიერების სიყვარული.
სევდიანი ბანა
.პროექტისთვის საჭირო რესურსები:დაკვირვების დღიური,ფოტო და ვიდეომასალები,რუკები,ბუკლეტები,პრეზენტაცია,კვლევის მასალები,გამოკითხვის შედეგები ,მასალები.
პროექტის მსვლელობ:გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისშესწავლის შემდეგ,მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი გასცნობოდნენ ტექსტის ვრცელ ვარიანტს,გაეცნოთ ტაო-კლარჯეთის ისტორია,იქ არსებული ეკლესია-მონასტრები,გამოეკვლიათ ის ვითარება,რაც არის ამჟამად იქ.პროექტის დაწყებამდე შეიმუშავეს  განხორციელების გეგმა,დაკომპლექტდა ჯგუფები,განაწილდა მათ შორის ფუნქციები,მოიძიეს ინფორმაცია,შეაგროვეს ფოტო და ვიდეომასალები ტაოკლარჯეთის შესახებ,აწარმოეს კვლევა როგორც ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ვრცელი ტექსტის,ისე ტაოკლარჯეთის შესახებ.გამოკითხვა თანატოლებს შორის,დაამზადეს სლაიდშოუ,ააწყვეს პრეზენტაცია,დაწერეს თხზულება,,დაუსწრებელი მოგზაურობა ტაოკლარჯეთში,წაიკითხეს მოხსენება ,,გრიგოლ ხანძთელიტაოკლარჯეთში სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი,მოეწყო კონფერენცია,გაიმართა შეხვედრაკონსულტაციები  სასულიერო პირებთან,არქიტექტორებთან, ისტორიკოსებთან.დამზადდა რუკა,ბუკლეტი,გამოუშვეს კედლის გაზეთი,მოეწყო ექსკურსიები ხელნაწერთა ეროვნულ ფონდსა და ტაოკლარჯეთში ,გადაიღეს ფილმი.,,მოგზაურობა სამშობლოში
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი ისტორიასთან,რელიგიასთან.ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
·      სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
·      ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური კავშირების ამსახველი სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება;
·      სხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.), სტილისა და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
·      სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენა და აღქმა;
·      ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება და ამ ლოგიკური კავშირების ამსახველი სინტაქსურ-სტილისტური ხერხების სათანადოდ გამოყენება;
·      სხვადასხვა სახის (როგორც ლიტერატურული, ისე სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი და სხვ.), სტილისა და ჟანრის ტექსტების თავისუფლად გაგება, მათი ენობრივი ანალიზი და სინთეზი;
·      იმ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს  სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემზე კამათის წარმართვას;
·      სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;

·      იმ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს  სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემზე კამათის წარმართვას;
·      სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ისკუსიების, დებატების, პოლიტიკური / რიტორიკული გამოსვლების, დრამატული მონოლოგის, აუდიტორია და მისი სოციალურ-კულტურული ინტერესები, და ა.შ. მსჯელობა და მსჯელობის სახეები, მიზეზ-შედეგობრივი, ანალოგიაზე დამყარებული, ინდუქციური), ზეპირი მოხსენების მომზადება და წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის მიზნის, სოციალურ-კულტურული დონის, თავისებურებების, ინტერესების გათვალისწინებით.


პროექტის ხელმძღვანელინანა ძიგოშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ბლოგი dzigoshvilinana@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა: http://nanadzigoshvili.blogspot.com/










Wednesday, May 6, 2015

რეფლექსია

ტრენინგის მე-6 დღე.გავხსენით ბლოგი,ვისწავლეთ ბლოგზე ჩანაწერის გაკეთება,ვისწავლეთ რუკით სარგებლობა.გავეცანით სასწავლო რესსურსებს,გავეცანით სიმულაციებს,სასურველია,რომ შეგვეძლოს youtub-ით სარგებლობაც.